26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

  • newposts.ge
  • 25 აგვისტო 23:44

ვერძი - პოზიტიურ განწყობაზე ხართ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და დაწყებული საქმეების დასრულებასაც მარტივად შეძებთ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გელით.

კურო - მეტი დრო გამონახეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისთვის. აგრეთვე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. გარშემო მყოფებს მხოლოდ პოზიტიურ სიახლეებზე ესაუბრეთ.


ტყუპი - დღეს იდეებს მარტივად გააცნობთ გარშემო მყოფებს და დაწყებული საქმეების დასასრულებლადაც დაგრჩებათ დრო. მოერიდეთ ტყულების თქმას, თუნდაც "ტკბილის".


კირჩხიბი - საქმეებს ისე ადვილად და სწრაფად გაუმკლავდებით, რომ უსაქმურობისგანაც მოიწყენთ კიდეც. საღამოს დატკბით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით, გაუმასპინძლდით მათ გემრიელობებით.


ლომი - ყველაფერი იმაზე უკეთესად მოგვარდება, ვიდრე გეგონათ. დღეს ისწავლით რაღაც ახალს ან ადრე ნასწავლს გამოიყენებთ. მეტი ყურადღება გამრთებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.


ქალწული - შეიძლება ადამიანს თქვენგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ყური მაინც უნდა დაუგდოთ. სიტუაციაში მშვიდად გაერკვიეთ, ემოციების გამო ბუზი შეიძლება სპილოდ მოგეჩვენოთ.


სასწორი - დღის მთავარი საზრუნავი ფული იქნება. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი ან დამატებითი შემოსვალის წყარო გამოგიჩნდეთ. მეტად დაუგდეთ ყური მეგობრების რჩევებს.


მორიელი - დღეს მიიღებთ იმას, რასაც მოითხოვთ და რასაც იმსახურებთ. თქვენს იდეებს უფროსი დადებითად შეაფასებს. ზოგიერთს მოეჩვენება, რომ ზედმეტად ორიენტირებული ხართ საკუთარ თავზე, მიღწევებზე.


მშვილდოსანი - ყველაფერი ისე მოსაწყენი არაა, როგორც ეს თქვენ გგონიათ. თუ კარგად დაფიქრდებით, ბევრ სასარგებლოს მიიღებთ დღევანდელი დღისგან. იყავით პოზიტიური და დადებითად შეაფასეთ ყველაფერი.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge