დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, ამირან ხოსმაზარაშვილმა სანაგვე ურნაში ჩაყრილი ლეკვები გადაარჩინა (ფოტო)

  • 25 აგვისტო 20:03

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს. 

"დღეს თბილსერვისის თანამშრომელს სანაგვე ურნიდან შემთხვევით მოესმა ლეკვის წკმუტუნი. ურნის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა ეს არაჩვეულებრივი არსებები და იხსნა ისინი სიკვდილისგან.ეს კარგი ადამიანი გახლავთ ამირან ხოსმაზარაშვილი",-აღნიშნულია ცხოველთა გადარჩენის ფრონტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.