ნიკოლოზ კანდელაკი ცნობილ ამერიკელ მუსიკოსზე ნიკ ვესტიზე დაქორწინდა (ფოტოები)

  • primetime.ge
  • 25 აგვისტო 18:48

ცნობილმა მუსიკოსმა ნიკ ვესტმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ნიკოლოზ კანდელაკმა ჯვარი გრემის მონასტერში დაიწერეს.

ნიკ ვესტი ცნობილი ამერიკელი შემსრულებელია. რაც შეეხება ნიკოლოზ კანდელაკს ის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, „ისთერნ ფრომოუშენი-ს დამფუძნებლის, კახა კანდელაკის ვაჟია. 



ნიკოლოზ კანდელაკი ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მაგისტრანტია მუსიკის ინდუსტრიის მართვის განხრით. პარალელურად როგორც კომპანია „ისთერნ პრომოუშენის“ წარმომამადგენელს, სხვადასხვა ცნობილ მენეჯერთან, მომღერალთან და აგენტთან აქვს საქმიანი ურთიერთობა. ის ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ქუინსი ჯონსის გუნდის წევრი გახდა. მისი რჩეული ნიკ ვესტი კი მუშაობდა ისეთ დიდ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან პრინცი, სტივენ ტაილერი, ჯონ მეირი. 



წყვილმა ერთმანეთი 2015 წელს, ვესტის კონცერტზე გაიცნო.








სრული ვერსიის ნახვა primetime.ge