ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის

  • pia.ge
  • 25 აგვისტო 11:05

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.


ე.წ. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.


ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილია „35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი“.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge