25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 24 აგვისტო 22:58

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მოსალოდნელია ბედის უეცარი შემობრუნება, რაც თქვენგან მაქსიმალურ აქტიურობასა და სწრაფ რეაქციას მოითხოვს. სავარაუდოდ, თქვენი გეგმები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ამ დღეს ქსოვილისა და ძვირფასი მეტალისგან დამზადებული სამკაულების შეძენას უნდა მოერიდოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში - სავარაუდოდ, ყველა პრობლემა მათ უკავშირდება.



კურო
ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის წარმატებული დღეა. იღბალი თავად მოვა თქვენთან, მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ. შესაძლოა, ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. შესაძლოა, ექიმთან მისვლაც კი დაგჭირდეთ.



ტყუპები
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, პარტნიორების მიმართ საკუთარი პრეტენზიები ობიექტურად შეაფასოთ და მოიფიქროთ, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება. ურთიერთობაში დისჰარმონია და პარტნიორების მხრიდან აგრესია გელით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით ჯანსაღ კვებას.



კირჩხიბი
შესაძლოა, დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, რაც ექიმთან ვიზიტს მოითხოვს. გახსოვდეთ, ავადმყოფობა თავისით არ გაქრება. კრიზისმა კიდეც რომ გადაიაროს, შედეგები შესაძლოა, არაპროგნოზირებადი იყოს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი ბუნებაში გაატაროთ და ბნელი აზრები თავიდან მოიცილოთ.



ლომი
ეს დღე ხელსაყრელია ურთიერთობისთვის. გამორიცხული არაა, რომ ლომი ქალები ყურადღების ცენტრში მოექცევიან. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. მამაკაცი ლომების ემოციურმა არასტაბილურობამ და ვნებების აყოლამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი გამოიწვიოს.



ქალწული
ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ოჯახური ურთიერთობებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. გამორიცხული არაა, რომ დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. კარგად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და პარტნიორებს გადაჭარბებულ პრეტენზიებს ნუ წაუყენებთ. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა თქვენს სულიერ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.



სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ურთიერთობაში დისჰარმონია, პარტნიორების მხრიდან აგრესია და „ცარიელ ადგილზე“ შექმნილი პრობლემები. თქვენ აუცილებლად შეძლებთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას. თუ ამ დღეს სწორად დაგეგმავთ, საღამო მშვიდი და ჰარმონიული იქნება. კრიზისულ სიტუაციებში იუმორის გრძნობა მოიშველიეთ.



მორიელი
პროფესიულ საქმიანობაში სირთულეები გელით - თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს, ამიტომ რადიკალურ გადაწყვეტილებებს ერიდეთ. მთელი დღის მანძილზე სახლსა და სამსახურს შორის სირბილი მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. თუ ამ დღეს ავად გახდით, ავადმყოფობა ხანგრძლივი და რთული იქნება.



მშვილდოსანი
სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს, თუმცა წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად შეაფასებთ და სამომავლო ქმედებებს დეტალურად დაგეგმავთ. პრიორიტეტები დასახეთ, მოკავშირეები მოძებნეთ ან, პირიქით, უარი თქვით ნებისმიერ დახმარებაზე და მიზნისკენ თამამად იარეთ - თქვენ წარმატება გელით.



თხის რქა
გამორიცხული არაა, რომ დღის პირველ ნახევარში პირადი ცხოვრების მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები: როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პარტნიორთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტოთ ან, პირიქით, ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროთ.



მერწყული
ამ დღეს საგრძნობლად მომატებულია ინტუიცია, აურა და პიროვნული მომხიბვლელობა. შემოქმედებითი პროფესიის მერწყულები ეფექტურად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და ჩანაფიქრის განხორციელებას. ეცადეთ, ამ დღეს მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ.



თევზები
ყველა მიმართულებით ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ახალი თანამდებობა ან დახმარება შემოგთავაზონ. დაუფიქრებლად დასთანხმდით, რადგან თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. მეტი წინდახედულება გამოიჩინეთ კოლეგებთან ურთიერთობაში. მოსალოდნელია ფარული მტრების გააქტიურება და მეუღლის ღალატი.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge