ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია - რა არის ის, რაც მამაკაცში ყველაზე მეტად მოსწონთ

  • funtime.ge
  • 24 აგვისტო 19:56

მამაკაცმა რომ ქალის გული დაიპყროს, აუცილებელი არაა, ლამაზი იყოს. ბევრად ფასეულია მისი ძალა, ხასიათი, კეთილშობილება, სიმტკიცე და ურყევი ნება. ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია.

1. პრესი


ბევრი ქალი უბრალოდ გიჟდება მამაკაცის დაკუნთულ სხეულზე, განსაკუთრებით დაჭიმულ მუცელზე, აუცილებელი არაა, რომ მაინცდამაინც პრესის კუბიკები ჩანდეს, ნავარჯიშევი ტორსიც საკმარისია.


2. სათვალე


თუკი ბავშვობაში სათვალე დაცინვის საგანია, დიდობაში გოგონები სათვალიან მამაკაცს სოლიდურად და მიმზიდველად აღიქვამენ. ქვეცნობიერად ეს აქსესუარი ინტელექტთან ასოცირდება და მამაკაცისადმი ლტოლვას ამძაფრებს.


3. ღიმილი


ქალები გულგრილნი არასოდეს არიან მომღიმარი მამაკაცისადმი. თუკი ბიჭს იუმორის კარგი გრძნობა აქვს, დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და პარტნიორის გაცინება შეუძლია, ის ავტომატურად ხდება გოგოს თვალში საინტერესო.


4. მუსკულატურა


მძიმე ფიზიკური შრომის შემდეგ, ჩვეულებრივ, მკლავებზე სისხლძარღვები იბერება, რაც სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობას ძალიან მოსწონს. ვენები მამაკაცის მკლავებზე - ეს ძლიერების დემონსტრირებაა, და ასეთი მამაკაცის მკლავებში გოგოები თავს ყოველთვის დაცულად გრძნობენ.


5. წვერი



მიუხედავად საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპისა, რომ მამაკაცი სუფთად გაპარსული უნდა იყოს, ზოგიერთ ქალბატონს წვერი მოსწონს. ეს ქმნის მეამბოხის, ბრუტალური მაჩოსა და ხულიგანის იმიჯს, რაც, როგორც ცნობილია, ყოველთვის იზიდავს კარგ გოგოებს.


6. წარბები


მოვლილი ხშირი წარბები მამაკაცის გამოხედვას ბევრად ღრმას, ვნებიანსა და დრამატულს ხდის. გარეგნობის ამ შტრიხში ქალბატონები ველურ ძალასა და პირველყოფილობას გრძნობენ. ოღონდ თუ წარბები გადაბმული არ არის.


7. შევერცხლილი თმა


ოდნავ შევერცხლილი თმა, ზოგიერთი ქალბატონის აზრით, მამაკაცის მოწიფულობასა და დაბრძენებაზე მეტყველებს, ეს თვისებები კი ყოველთვის პატივსაცემია. თუნდაც მამაკაცი ასაკით პატარა იყოს, მას მაინც ავტომატურად მიაწერენ გამოცდილებასა და საღად მოაზროვნეობას.


8. სამზარეულოში ტრიალი


ქალებს მოსწონთ, როცა მამაკაცს სამზარეულოში ტრიალი ეხერხება, ეს მათ ძალიან სექსუალურად მიაჩნიათ. კულინარიული უნარ-ჩვევების მქონეთ ყოველთვის შეუძლიათ გაახარონ თავიანთი ქალბატონები არა მარტო ტკბილი საუბრით, არამედ გემრიელი კერძებითაც.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge