ბელარუსი მღვდლის ქალიშვილის თქმით, პირველად მამამ გააუპატიურა

  • primetime.ge
  • 23 აგვისტო 18:22

კონსტანტინ ბურიკინი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დიდი ხნის განმავლობაში იყო ცნობილი როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც იცავს და მხარს უჭერს სპორტსმენებს, მოკრივეებს და ხშირად ჩნდება სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში.

ამ ისტორიის შესახებ BBC წერს.


მისი უფროსი ქალიშვილი ალექსანდრა პაუერლიფტინგში ევროპის ორგზის ჩემპიონი იყო, იღებდა პრეზიდენტის სტიპენდიას და იცავდა მამას, როდესაც ის ციხეში მოხვდა.


თუმცა 2019 წლის ივლისში 20 წლის საშა ბურიკინამ მთელი ბელარუსი შეძრა, როდესაც მოყვა, თუ როგორ ძალადობდა მღვდელი მამა მასზე. 


კონსტანტინე ბურიკინი რუსეთის ქალაქ ომსკში დაიბადა და 1990-იან წლებში საცხოვრებლად გადავიდა ბელარუსში. ჩააბარა სპორტის ფაკულტეტზე და ბოქსში მწვრთნელობას აპირებდა, მუშაობა კი მინსკის ეპარქიის დაცვის სამსახურში დაიწყო. 


3 წელიწადში ის მღვდელი გახდა, თუმცა მას არ ჰქონდა სპეციალური სასულიერო განათლება მიღებული და მღვდლის წოდება სოფელ გატოვოში ტაძრის აშენების პირობით მიიღო. 


ტაძრის აშენებასთან ერთად კონსტანტინემ ეკლესიის წრეში დიდი მხარდაჭერა მიიღო და მან მოახერხა სასულიერო-სპორტული კომპლექსის გაშენებაც, რომელსაც დაარქვა „ბელაია რუს“.


სპორტულ კომპლექსში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა პაუერლიფტინგზე და ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი ამ სკოლიდან თავად მღვდლის შვილი ალექსანდრა იყო. 


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge