ისრაელში ტერაქტს მსხვერპლი მოყვა

  • 23 აგვისტო 16:51

ისრაელში დასახლება დოლევთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, მისი ძმა და მამა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.


ისრაელის თავდაცვის არმიის პრეს–სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ამ დროისთვის გადაკეტილია გზები. სამხედროები თავდამსხმელებს ეძებენ.


აფეთქების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო–პოლიტიკური კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელსაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.