ველოსიპედისტმა გამვლელი მოკლა

  • imedinews.ge
  • 23 აგვისტო 16:15

ბერლინში მოაბიტის რაიონში სროლის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება. 

ინციდენტი ადგილობრივით დროით 12:00 საათზე მოხდა. ველოსიპედისტმა ცეცხლი გამვლელს გაუხსნა. მომხდარის მოტივები და მსროლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.


გაზეთ Berliner Kurier-ის ინფორმაციით ეჭვმიტანილმა კაცს თავში ესროლა, რის მერეც იარაღი მდინარეში გადააგდო. უცნობია დააკავა თუ არა ეჭვმიტანილი პოლიციამ. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge