"დღეს მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას"

  • fortuna.ge
  • 22 აგვისტო 11:20

22 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს:

მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, გამოიჩინეთ სიმშვიდე და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რადგან მაღალია კოლეგებთან და მეგობრებთან კონფლიქტის ალბათობა.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.


ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ცომეული, რძის პროდუქტი და მიირთვით ხილი, ბოსტნეული და თევზი. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ზედმეტი გადატვირთვა უგუნებობის და უძილობის მიზეზი გახდება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.


დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და თვეზებისთვის, უსიამოვნებები ელით ტყუპებს და ლომს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge