ნიდერლანდებში ავტობუსის მძღოლმა მოძრაობა ნიქაბიანი ქალის გამო შეწყვიტა

  • imedinews.ge
  • 22 აგვისტო 10:24

ნიდერლანდებში ნიქაბიან ქალს ავტობუსი დაატოვებინეს.

გავრცელებული ცნობით, კაცმა ქალს 2-ჯერ სთხოვა სახის ჩვენება ან ავტობუსის დატოვება. მას შემდეგ რაც ქალმა ამაზე უარი თქვა, მძღოლმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველების მისვლის შემდეგ ქალმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებაყოფლობით დატოვა. 


მომხდარს სატრანსპორტო კომპანია Arriva გამოეხმაურა. კომპანიის წესების თანახმად, მძროლს შეუძლია ნიქაბიან ქალს ავტობუსიდან ჩასვლა სთხოვოს, თუმცა მას არა აქვს უფლება ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხოს.


აგვისტოს დასაწყისში ნიდერლანდებში კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და ბურკის ტარება იკრძალება.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge