"შუბლაძემ იცის, მისი ვიდეო რა საუბარსაც ასახავს, მაგიტომაც წავიდა...5 წელი ხმა არ ამომიღია, პატივი ვეცი"

  • 21 აგვისტო 20:13

"რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნინო შუბლაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"რა ნინო შუბლაძის პირადი ცხოვრების ფარული კადრები?! თქვენ შ... ხომ არ გაქვთ, ქიბარვიზიის ადმინისტრაციავ?! მეც და შუბლაძეც გადაგვიღეს ოფისში და შუბლაძემ იცის, მისი ვიდეო რა საუბარსაც ასახავს. მაგიტომაც წავიდა და გავუშვით ზარზეიმით, 50 ათასიანი პრემიით. ვეხვეწე თან, არ წასულიყო. არ იცით ან თქვენ ან თვითონ შუბლაძემ ეგ ამბავი?!


5 წელი ხმა არ ამომიღია, პატივი ვეცი და არც ამოვიღებდი. მაგრამ რ2ის ჯალათობას არავის არ ვაპატიებ არასდროს",-წერს ნიკა გვარამია.


ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემთავაზება, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.