"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება" - თამარ ბაღაშვილმა "რუსთავი2" დატოვა

  • 21 აგვისტო 19:51

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაღაშვილმა "რუსთავი2" დატოვა.

ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.


"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14 წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით) მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია კიდევ შევხვდებით"


ამასთან, რუსთავი2 დატოვა  ეკო მაღრაძემ, დავით ერაძემ, სოფო ზურაბიანმა, ნინო სამყურაშვილმა, ნინო გაზდელიანმა, თამთა დოლენჯაშვილმა და ნათია ტრაპაიძემ.


შეგახსენებთ, გუშინ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი გაათავისუფლა. ამის შემდეგ "რუსთავი 2" საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა იანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა  დატოვეს.