"არ ვიცი ხვალიდან ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო" - რას წერს ნათია ტრაპაიძე

  • 21 აგვისტო 19:47

ტელეკომპანია "რუსთავი2" ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა.
კერძოდ, არხი დატოვეს თამარ ბაღაშვილმა, ეკო მაღრაძემ, დავით ერაძემ, სოფო ზურაბიანმა, ნინო სამყურაშვილმა, ნინო გაზდელიანმა, თამთა დოლენჯაშვილმა, ნათია ტრაპაიძემ.

"The end ... ეს ურთულესი გადაწყვეტილებაც მივიღე, დასრულდა ჩემი ცხოვრების ჯადოსნური სამყარო. არ ვიცი ხვალიდან ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო, მაგრამ ამასაც ვისწავლი- ბოლო-ბოლო ჩემს შვილებს მაინც გავიცნობ",-წერს ნათია ტრაპაიძე "ფეისბუქის" გვერდზე.