შუბლაძის პირველი კომენტარი "რუსთავი 2"-ში დაბრუნებაზე

  • 21 აგვისტო 18:22

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შუბლაძე "ფეისბუქის" პირადი გვერდზე პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"სალამი ყველას სახედაკარგულებსაც!


პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ...  მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას… ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ... ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს.... ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.


პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს," - წერს ნინო შუბლაძე.


სამაუწყებლო კომპანაი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილებოდა.


ნინო შუბლაძე 2000-ანი წლების დასაწყისიდან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე მუშაობდა - ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი საინფორმაციო სამსახურის უფროსად და არხის დირექტორის მოადგილედ. ამავე არხზე მას მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუ "პოზიცია". "რუსთავი 2" მან 2014 წლის ზაფხულში დატოვა და მალევე მუშაობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად (საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით) დაიწყო.


ბოლოს, 2019 წლის გაზაფხულამდე ჟურნალისტი პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა.