ამაზონის ჯუნგლები იწვის

  • imedinews.ge
  • 21 აგვისტო 17:09

ბრაზილიაში ამაზონის ჯუნგლებში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემების მიხედვით, წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, ხანძრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 83%-ით გაიზარდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქამდე - სან პაულომდეც მიაღწია. ​


INPE-ს ინფორმაციით, ბრაზილიაში ტყის ხანძრები ხშირია, თუმცა წელს მათი რიცხვი რეკორდულად მაღალია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge