მომხმარებელს Facebook–ის ჯგუფებიდან ჩათების შექმნა აღარ შეეძლება

  • metronome.ge
  • 21 აგვისტო 12:50

ხვალიდან, მომხმარებელს Facebook–ის ჯგუფებიდან ჩეთების შექმნა აღარ შეეძლება. ეს ცვლილება გავლენას არ მოახდენს მესენჯერის ჯგუფურ ჩათებზე.

ამჟამად თუ რომელიმე ჯგუფში ხართ გაწევრიანებული, შეგიძლიათ ჯგუფში განთავსებული ფუნქციით შექმნათ ჩეთი, რომელშიც კონკრეტული ჯგუფის წევრები ერთმანეთს დაუკავშირდებიან. (მაქსიმალური რაოდენობა 250 წევრამდე) 22 აგვისტოდან კი ეს ფუნქცია გაუქმდება.


პოსტში, ფეისბუქი განმარტავს, რომ ”ჩეთების წაკითხვა კვლავ შეგეძლებათ, მაგრამ თქვენ ვეღარ შეძლებთ დაწეროთ ახალი შეტყობინება”.

სრული ვერსიის ნახვა metronome.ge