მეცნიერებმა კატის წარმატებული კლონირება მოახერხეს

  • imedinews.ge
  • 21 აგვისტო 12:01

ჩინეთში კლონირებული კატა პირველად დაიბადა.

ბრიტანული ჯიშის კნუტი, სახელად გარლიკი 21 ივლისს დაიბადა. ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელია. კნუტმა სახელი იმ კატის პატივსაცემად მიიღო, რომლის გენეტიკური მასალის გამოყენებითაც შეიქმნა. კატის პატრონის თქმით, თავისი ოთხფეხა მეგობრის კლონირება იმიტომ გადაწყვიტა, რომ უფროსი გარლიკი "განსაკუთრებული და დაუვიწყარი" იყო. 


სპეციალისტების თქმით, კლონირებული და ორიგინალური კატები იდენტურად გამოიყურებიან, მაგრამ განსხვავებული ხასიათი აქვთ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კლონირებული ცხოველი იმდენს იცოცხლებს, რამდენსაც ჩვეულებრივი კატები. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge