"უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში" - რას წერს ნათია გოგსაძე

  • 21 აგვისტო 11:22

"რუსთავი2"-ის ჟურნალისტი ნათია გოგსაძე ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სიუჟეტს ვაკეთებ იმაზე, უფრო სწორად ვერ ვაკეთებ რომ რ2- ი აგურ აგურ ინგრევა....უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში....",-წერს ნათია გოგსაძე.


შეგახსენებთ, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა თავად დატოვა. მათ შორის "რუსთავი2"-იდან წავდინენ საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი.