"კურიერი" ეთერში არ გასულა

  • 21 აგვისტო 11:26

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

9:00 და 10:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვებების ნაცვლად მაყურებელს სერიალები უჩვენეს.


შეგახსენებთ, გუშინ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გაათავისუფლა. 


ასევე ტელეკომპანია დატოვეს კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა.