ქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი არხიდან ჟურნალისტების წასვლაზე

  • mediamall.ge
  • 20 აგვისტო 23:29

"რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ქიბარ ხალვაში „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.


ტელეკომპანია დატოვეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დინა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. 


დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან.

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge