როდის გავა "მთავარი არხი" ეთერში - თარიღი ცნობილია

  • newpost.ge
  • 20 აგვისტო 22:41

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ რუსთაველზე მიმდინარე გადაცემაში “სირცხვილია” მაუწყებლობის დაწყების დროდ ოქტომბერი დაასახელა.

“მთავარი არხის განვითარება მიდის სწრაფად და დღეიდან წავა იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ეს დაგეგმილი გვქონდა იმიტომ , რომ ჩვენ ყველა ჩვენს სახეს და არამარტო სახეს ადამიანებს, რომლებიც თვლიან რო რ2-ის რუსული ოკუპაციის პირობებში მუშაობა შეუძლებელია ვუღებთ ჩვენ კარებს.


ჩვენ ვაკეთებთ რუსთავი2-ის მთავარი სიმდიდრის, მისი ადამიანური რესურსის გადარჩენას.


"არხის ეთერში გასვლას ველოდებოდით ნოემბერში. ამიერიდან ვიცით, რომ უნდა ვიჩქაროთ და ოქტომბერშიუნდა ვიყოთ ეთერში” – განაცხადა იკა გვარამიამ

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge