"ვერ შეგვაშინებთ ! ბრძოლას ვაგრძელებთ " - მამუკა ხაზარაძე ანგარიშების დაყადაღებაზე

  • pia.ge
  • 20 აგვისტო 21:29

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

"დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.
ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.


ვერ შეგვაშინებთ!!
ბრძოლას ვაგრძელებთ!!",- წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge