როგორი უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა?

  • თბილისელები
  • 20 აგვისტო 17:42

ასაკი არ არის გადამწყვეტი:

როგორი უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა? ამ საკითხზე ყველას სხვადასხვანაირი აზრი აქვს. ალბათ უმეტესობა მაინც ამჯობინებს ცხოვრება თანატოლ ადამიანს დაუკავშიროს.


წყვილს შორის ორიდან ხუთ ან ათ წლამდე სხვაობაც კი ხშირად საერთოდ არაა შესამჩნევი. შესაბამისად, არც ღირს განსახილველად. თუმცა, როცა წყვილს შორის 12 -15 წელი ან უფრო მეტია სხვაობა, სიყვარული შემდგომ წლებში გაუგებრობებში, გაუცხოვებაში გადადის. სხვათა შორის, მნიშვნელობა არა აქვს მამაკაცია უფროსი თუ ქალი. ჯერ ერთი, ოცი წლით უფროსი მეუღლე როცა გყავს, სიბერის მარტო გატარების ალბათობა მაღალია. სიყვარულის წლები მალე გადის და როცა შენზე ბევრად უფროსი მეუღლე მალევე გტოვებს, მარტო რჩები, ძალიან ძნელია. როცა ადამიანი პარტნიორს პოულობს, იმაზე ფიქრობს, რომ ბედნიერი იქნება. ის აღფრთოვანებულია და ცუდს ვერც წარმოიდგენს. მით უფრო, რომ თავიდან ყველაფერი ლამაზია. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა, ცოტა წინ გავიხედოთ და მომავალი დავინახოთ. არ გადარდებთ ასაკი? ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვისაც, რომ ეს ფაქტორი პრობლემად არც არასოდეს გექცეთ.

წყარო: თბილისელები