"მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს"

  • 20 აგვისტო 16:49

ნანუკა ჟორჟოლიანმა "რუსთავი 2"-დან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მისი მოვალება, არა რომელიმე ხელმძღვანელის მიმართ სიმპათიების დაფიქსირება არამედ რეიტინგული გადაცემის კეთებაა.

"გამათავისუფლეს იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ. ეს თქვა პაატა სალიამ, მან განაცხადაო, რომ ის რომ შეიტანს სტრასბურგში სარჩელს და წააგებს, ამას გულშემატკივრობსო. მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემებს, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა ნანუკას შოუ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებით", - 
ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანუკა ჟორჟოლიანმა "რუსთავი 2"-დან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.


სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით არხიდან გათავისუფლდა  ნანუკა ჟორჟოლიანი და ნოდარ მელაძე.


"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება.