ნოდარ მელაძე შესაძლოა ნინო შუბლაძემ შეცვალოს

  • pia.ge
  • 20 აგვისტო 16:06

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, მის ადგილას კი ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

"ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე. ეკა კვესიტაძე ამ დროისთვის შვებულებაშია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი ორ ტელევიზიაში ერთდროულად მუშაობდეს? დაანონსდა, რომ ნიკა გვარამიამ ეკა კვესიტაძესთან ერთად ახალი არხი დააფუძნა",- განაცხადა პაატა სალიამ.


მისი თქმით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე  განიხილება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge