კაცს, რომელსაც ქალის გაღიმება შეუძლია მას გააბედნიერებს კიდეც

  • თბილისელები
  • 20 აგვისტო 12:14

არსებობენ მამაკაცები, რომელთაც აქვთ უნარი, ქალის გული პირველივე შეხვედრაზე მოინადირონ. ისინი არც შეხედულებით გამოირჩევიან, არც თანამდებობით, მაგრამ კარგად იციან, როგორ გააღიმონ ქალი.

მცირე რჩევები მამაკაცებს, რომლებმაც ეს ხელოვნება ჯერაც ვერ "შეიმეცნეს":


* უთხარით ქალს, რომ ყველაზე ლამაზია;


* შეეხეთ ხელზე ხელით, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ;


* როცა ქალი გაბრაზებულია, უთხარით, რომ ის ბევრს ნიშნავს თქვენთვის;


* მის გარეგნობაში მომხდარი ცვლილებების პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და გამოხატეთ აღფრთოვანება;


* ხშირად მოუყევით სახალისო ისტორიები. მოუყევით, თუნდაც, სულელური ანეკდოტები;


* როცა თქვენზე გაბრაზებულია, აკოცეთ, მაშინვე შეგირიგდებათ;


* აჩუქეთ ყვავილი, თუნდაც ძალიან უბრალო, მინდვრის;


* ხშირად ჩახედეთ ხოლმე თვალებში და გაუღიმეთ;


* ისე მოექეცით მეგობრების წრეში, როგორც მარტო ყოფნისას. ნუ დაკომპლექსდებით – მოსარიდებელი არაფერია;


* ეცეკვეთ, თუნდაც მუსიკა არ ისმოდეს;


* აკოცეთ, წვიმიან ამინდში. ძალიან რომანტიკულია;


* და... აუცილებლად უთხარით, რომ გიყვართ!

წყარო: თბილისელები