ბავშვი შხამიანმა გველმა დაკბინა

  • primetimenews.ge
  • 20 აგვისტო 11:59

თელავში, ტაბიძის ქუჩაზე, შვიდი წლის გოგონა გველმა ეზოში თამაშის დროს დაკბინა.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ბავშვმა ქვეწარმავლის ხელით მოცილება მოასწრო, მაგრამ შუბლთან და საფეთქელთან ნაკბენი მაინც ჰქონდა“, - თქვა გოგონას დედამ „პრაიმტაიმთან“.


მცირეწლოვანი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმებმა სათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.


ამჟამად გოგონა სახლში იმყოფება, თუმცა სისხლში მცირეოდენი ცვლილებების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მას მედიკოსების მეთვალყურეობა სჭირდება.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge