ვინ არის მზარეული, რომელმაც 75-საათიანი უწყვეტი მუშაობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

  • imedinews.ge
  • 19 აგვისტო 22:51

კენიელმა შეფმზარეულმა 75 საათის განმავლობაში უწყვეტი მუშაობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მალია მოჰამედმა კერძების მომზადება კენიის ქალაქ მომბასაში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო და კვირას 13:03 საათზე დაასრულა. კენიელმა მზარეულმა ამერიკელი რიკი ლამპკინის 68სთ და 30წთ-იანი შედეგი გააუმჯობესა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge