ვინ არის მოსკოვში გარდაცვლილი აფხაზი, რომლის ფერფლის ნახევარს თბილისში, ნახევარს კი სოხუმში დაკრძალავენ

  • fortuna.ge
  • 19 აგვისტო 22:19

სოციალურ ქსელში მარიამ ებანოიძე ავრცელებს პოსტს, სადაც წერს იმ ქადაგების შესახებ, რომელიც ახლახან საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მამა ალექსანდრე ბოლქვაძისგან მოისმინა.

გთავაზობთ ამ საინტერესო ამბავს:
„თამაზ ძიაბშიბა გარდაიცვალა გუშინ მოსკოვში და შვილებს სთხოვა, კრემაციის შემდეგ ფერფლის ნახევარი თბილისში დაკრძალონ და ნახევარი სოხუმში… მამა ალექსანდრემ გვითხრა დღეს ქადაგების მერე, მისი კლასელი ყოფილა, ომი რომ დაიწყო, მაშინაც თბილისში ჩამოსულა, ვერც ქართველს მოვკლავ და ვერც აფხაზსო…“

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge