ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე: ეს უნდა დასრულდეს

  • pia.ge
  • 19 აგვისტო 17:37

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

"რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების დამონტაჟებას განაგრძობს. ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს ადგილობრივ მოსახლეობის მდგომარეობას და აიძულებს მათ დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახები და მეგობრები. ნატო განაგრძობს მოწოდებებს, რომ ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ნატო ცნობს საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებს",- წერს ჯეიმს აპატურაი.



7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.


19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.


რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge