სენაკში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

  • primetimenews.ge
  • 19 აგვისტო 14:34

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ დაღუპული ორი ახალგაზრდის შესახებ "პრაიმტაიმმა" ახალი ინფორმაცია მოიპოვა.

21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიშვილი ქობულეთში რესტორან "სან სეტში" მუშაობდნენ. თუშიშვილი თბილისელია, მაჩიტიძე წარმოშობით თერჯოლიდან გახლავთ. ბიჭები ქობულეთში სამუშაოდ იმყოფებოდნენ. ვალერი ბარმენი იყო. როგორც „პრაიმტაიმს" მისმა ახლო ნათესავმა, ეველინა მენთეშაშვილმა განუცხადა, ბიჭები შოთას შეყვარებულის სანახავად მიდიოდნენ და სამსახურში მალევე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაჩიტიძეს თავისი შეყვარებულისთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა და გაუფრთხილებლად უნდა დადგომოდა თავზე...


„ძალიან კეთილი ბიჭი იყო, თხოვნაზე არავის უარს არ ეუბნებოდა. სიცოცხლით სავსე, უკეთილესი ბიჭი იყო, თვალები უბრწყინავდა, სულ იცინოდა. ყველას უყვარდა... 22 აგვისტოს იკრძალება, 21-ში მისი პატარა ძმის, 31 აგვისტოს კი დედამისის დაბადების დღეა" - ამბობს ევა.


მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას გულისტიკივილით აღუნიშნავს, რომ ეს უმოკლედ დროში უკვე მეშვიდე უბედური შემთხვევაა. გზა ოთხი თვეა გადათხრილია და სარემონტო სამუშაოების მანიშნებელი ნიშანი არ დგას, რომ მძღოლები ფრთხილად იყვნენ. მიმართეს შესაბამის უწყებას, მაგრამ - ამაოდ.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge