საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

  • pia.ge
  • 19 აგვისტო 10:38

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია.

სანაპიროზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები; არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ; არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე; არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს; მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში, არ ჩავიდნენ წყალში.


უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.
 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge