უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 19 აგვისტო 10:07

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება.

სანაპირო რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა +27 +29 გრადუსი იქნება. დაბლობ და მთიან რაიონებში +31 +33 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +29 +31 გრადუსი დაფიქსირდება.


აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდენლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში +31 +36 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +28 +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში ჰაერი +24 +29 გრადუსამდე გათბება.


დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება, მიუხედავად ამისა, დროგამოშვებით მოიღრუბლება. ჰაერის ტემპერატურა დღეს +33 +34 გრადუსი იქნება, ხოლო უახლოეს დღეებში +33 +35 გრადუსი დაფიქსირდება.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge