16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

  • 18 აგვისტო 17:09

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა.

შემთხვევა ულიანოვსკის ოლქში, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა.


ბაბუა 69 წლის, ბებია 66-ის, დედა 42 წლის, ხოლო ტყუპი და-ძმა 4 წლის იყო.


გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა მოგვიანებით კერძო სახლის მახლობლად აღმოაჩინეს. არსებული ცნობით, მოზარდს დედასთან პრობლემები ჰქონდა.


ren.tv-ს  წყაროები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდამ მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 16 წლის ბიჭს ბებია და ბაბუა უყვარდა, მაგრამ მაინც დახოცა, რადგან არ სურდა, შვილის და შვილიშვილების მოკვლის  გამო ენერვიულათ.


ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.