საშინელი ავარია სენაკში - არის მსხვერპლი

  • 18 აგვისტო 16:32

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი დაიწვა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილი დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.