რუსმა სამხედროებმა გუშინ და დღეს საერთო ჯამში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

  • 18 აგვისტო 12:13, 2019 წელი

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

როგორც "პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა უკანონო დაკავება.


მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


გუშინ კი, რუსმა სამხედროებმა სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 ადამიანი დააკავეს.


საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.