ბანაბი გადაშენების პირასაა - კოლუმბიაში განგააშია

  • primetime.ge
  • 16 აგვისტო 23:28

The Mirror-ის ინფორმაციით, ბანანის „მკვლელი“ სოკოს აღმოჩენის შემდეგ კოლუმბიაში ბანანის გადაშენებაზე განგაში ატყდა.

ნიადაგში კოლუმბიელმა ექსპერტებმა მიკროორგანიზმი Fusarium type 4 იპოვეს, რომელმაც დააზიანა აზიური კულტურები. თუ ამ სოკოს არ დაამარცხებენ, ბანანების დეფიციტი მთელს მსოფლიოს ემუქრება, იმიტომ რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები პლანეტაზე ბანანების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.


კოლუმბიის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ვირუსის დასამარცხებლად პოლიცია და სამხედროებიც ჩერთნენ. 


Cavendish-ის სახეობის ბანანები სოკოსთვის ყველაზე მარტივი მოსაწამლია. ბანანის ეს ჯიში მსოლიოში ყველაზე პოპულარულია. 


2018 წელს კოლუმბიამ უცხო ქვეყნებში 866,2 მილიონი დოლარის ღირებულების ბანანების ექსპორტირება მოახდინა.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge