"თავისუფლების ინსტიტუტი" მუშაობას ანახლებს

  • 16 აგვისტო 18:44

თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების ინსტიტუტი მუშაობას ანახლებს.

"რეესტრში წავიდა დოკუმენტები და გამოვაცხადებ! თავისუფლების ინსტიტუტი აღდგა! სამი მიმართულებით იმუშავებს:


1) ეკონომიკური პოლიტიკა


2) მართლმსაჯულება


3) საგარეო პოლიტიკა


დირექტორი იქნება სალომე ხვადაგიანი. დანარჩენ ამბებს ცალკეული პროგრამების დაანონსებისას მოვყვებით! მოკლედ, მასონთა ლოჟა ადგილზეა და ფორმაში დგება!" - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.



თავისუფლების ინსტიტუტი — ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება. იგი სამოქალაქო კამპანიების, დებატების, კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობით ესწრაფვის დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში.