ტაისონი ამბობს, რომ ის თვეში 40 000 დოლარის ღირებულების მარიხუანას ეწევა

  • fortuna.ge
  • 14 აგვისტო 17:41

ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, მაიკ ტაისონი ამბობს, რომ თვეში 40 000 დოლარის ღირებულების მარიხუანას ეწევა. ამის შესახებ ტაისონმა საკუთარ პოდკასტში ისაუბრა.

"არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ, არ მჯერა, რომ ბალახზე ვსაუბრობ ამ *** პოდკასტში", – თქვა ტაისონმა.


52 წლის ყოფილი სპორტსმენი ყოველთვიურად, დაახლოებით, 50 000 დოლარის ღირებულების კანაფს ყიდის, რომელიც თავის 420 აკრ რანჩოზე მოჰყავს.


ტაისონის რანჩო კალიფორნიაში მდებარეობს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge