"რესპუბლიკურში ქალი მოიყვანეს, მოგლეჯილი მარჯვენა ხელით"

  • 14 აგვისტო 14:03

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ეღთი ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარშვილი, თბილისში მომხდარ ძველ ამბავს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მაქარაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"რესპუბლიკურში ქალი მოიყვანეს, მოგლეჯილი მარჯვენა ხელით"


ოპერაციების შემდეგ ეს ქალი ყვება:


ტაშკენტის ქუჩაზე მოვდიოდი, ორი ჩანთით. გზაზე სარემონტო სამუშაოები იყო და ღია ფეხსაცმელში კენჭები შემეყარაო.


დაუდია ამ საწყალს ჩანთები, ცალი ხელით ელექტრო ბოძს მიყუდებია და დაუწყია ფეხის ქნევა, იქნებ ფეხსაცმლის გახდის გარეშე გამოვყარო კენჭებიო.


იქვე ბორდიულს აგებდნენ საჩხერელი მუშები. ერთერთს თვალი მოუკრავს ქალისთვის, არიქა დენმა დაარტყაო, გაქანებულა და მთელი ძალით უტაკებია ბარი ქალისთვის.


ეს კაცი არ დაიჭირეს საბოლოოდ, მაგრამ ქალი კი დარჩა ცალხელა. რაღაცაზე გამახსენდა ეს ისტორია და ახლა ვერ ვიხსენებ წასაშლელადაც მენანება. ეგდოს, დილა მშვიდობისა".