"იუმორი ბევრად მიმზიდველი და სექსუალურია - არ მიყვარს ადამიანები, ვინც ზედმეტად სერიოზულად აღიქვმენ საკუთარ თავს"

  • fortuna.ge
  • 14 აგვისტო 12:57

ჰიუ ლორის ცნობილ ფრაზებს პორტალი fortuna.ge ავრცელებს: 

მაშინაც კი, როცა მარტო იბრძვი ყველას წინააღმდეგ, სულაც არ ნიშნავს, რომ მართალი არ ხარ.


ადამიანებს ძალიან უყვართ სხვისი შეცდომების მოძიება. საკმარისია, ერთი შეგეშალოს და ასი კაცი გეცემა გასაკრიტიკებლად.


არ მიყვარს ადამიანები, ვინც ზედმეტად სერიოზულად აღიქვმენ საკუთარ თავს. სრულყოფილება ყოველთვის ყალბი და მოსაბეზრებელია, იუმორი კი, ბევრად მიმზიდველი და სექსუალური.


ძალიან რთული საკუთარი თავის შენარჩუნება, სწორედ ამიტომ ცხოვრობენ ბრიყვები სხვის მიბაძვით.


ფლირტი ყოველთვის გულუბრყვილო ხუმრობით იწყება, თუმცა რამდენიმედღიანი რომანიც საკმარისია და გულობრყვილობასთან ერთად იუმორის გრძნობაც უკვალოდ ქრება.


უცნაურია, მაგრამ ყოველთვის ის გვძულს, ვინც ჩვენზე კარგია.


ტკივილი ყოველთვის პირადი და ინდივიდუალურია, რომელიც ადამიანმა დამოუკიდებლად და ნებისმიერ ფასად უნდა დაძლიოს.


ყოველთვის უკეთ მეფიქრება, როცა ვიცი, არიან ადამიანები, ვინც ჩემს ნაფიქრს გამოასწორებს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge