როგორ ახერხებს ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან პოსტების გამოქვეყნებას?

  • fortuna.ge
  • 14 აგვისტო 11:04

20 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოების კითხვას პასუხობს, თუ როგორ აქვეყნებს სტატუსებს "ფეისბუქზე" ციხის საკნიდან.

ის განმარტავს, რომ საკანში არც ინტერნეტი და არც ტელევიზორი არ აქვს, მის მიერ გამოგზავნილ ტექსტებს კი "ფეისბუქზე" მისი ერთ-ერთი მეგობარი დებს.


"რადგან ციხეში ყოფნისას დადებულმა ჩემმა პოსტებმა ლოგიკური კითხვა გააჩინა – არის თუ არა ეს ჩემი პოსტები, მარტივად გეტყვით, რომ ციხიდან დროდადრო ჩემს მიერ გამოგზავნილ ტექსტებს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დებს, ამის გამო კომენტარებზე არავის ვპასუხობ.


საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი. ასე რომ, ნუ იფიქრებთ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი," – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge