მძღოლი, რომელსაც ავტომობილის მართვისას სექსი ჰქონდა დაჯარიმეს

  • newposts.ge
  • 14 აგვისტო 10:46

ინგლისში, აღმოსავლეთ სასექსში, ავტომაგისტრალზე პოლიციამ მაღალი სიჩქარით (103 მილი საათში) მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი შენიშნა, რომელმაც რამდენიმე უხერხული მანევრი გააკეთა.

პოლიცია ავტომობილს გამოედევნა და როდესაც მძღოლს გაუთანაბრდა, აღმოაჩინა, რომ ავტომობილის მართვის პარალელურად, მას მგზავრ ქალთან სექსი ჰქონდა. ვინაიდან ბრიტანეთის "ავტომობილის მართვის წესების კოდექსში" მსგავსი მუხლი გათვალისწინებული არ არის, პოლიციელებმა მძღოლს მანქანა ჩამოართვეს და იგი სიჩქარის გადაჭარბების, უსაფრთხოების ღვედის არქონისა და ავტომანქანის არაკონცენტრირებული მართვის გამო დააჯარიმეს.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge