"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა ხვალ 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება

  • 13 აგვისტო 20:52

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს "თელასის" გეგმიური სამუშაოების გამო "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება.

აღნიშნულის გამო, საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს. კომპანია მოქალაქეებს დისკომფორტისათვის ბოდიშს უხდის.