მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8% -ით გაიზარდა

  • 13 აგვისტო 19:07

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრრცელებს.

2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით გაიზარდა:


ტელეიმედი - 12%-იანი ზრდა;


სტუდია მაესტრო - 51%-იანი ზრდა;


ტვ პირველი - 52%-იანი ზრდა;


ჯი-დი-ესი - 100%-იანი ზრდა;


საზოგადოებრივი მაუწყებელი - 39%-იანი ზრდა;


სილქნეტი - 11%-იანი ზრდა;


რუსთავი 2 - 1%-იანი ზრდა;


პალიტრა ტვ - 315%-იანი ზრდა.


აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.