რა არის "დენგეს ცხელება" - ვირუსული ინფექცია ფილიპინების შემდეგ ბანგლადეშშიც ვრცელდება 

  • kvira.ge
  • 13 აგვისტო 17:49

ბანგლადეშში წლის დასაწყისიდან „დენგეს ცხელებას“ უკვე 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Daily Star-ი ქვეყნის ხელისუფლების მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გაზეთში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.
უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ, “დენგეს ცხელების” ნიშნებით 2 ათასზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული.


დაკას ერთ-ერთ საავადმყოფოში, ამჟამად, 407 პაციენტი მკურნალობს, რომელსაც ცხელება დაუდგინდა.
“დენგეს ცხელება” არის გლობალური მნიშვნელობის არბოვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა Aedes გვარის კოღოს მიერ.


 

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge