სანამ ამას კითხულობთ, თქვენ სხეულში 50000 უჯრედი კვდება და ...

  • sputnik-georgia.com
  • 13 აგვისტო 17:30

ადამიანის ორგანიზმი მილიარდობით პაწაწინა უჯრედებისაგან შედგება. ერთი კონკრეტული სახის უჯრედები ქსოვილს ქმნიან, ხოლო სხვადასხვა ქსოვილი — ორგანოებს... და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. 

ეს არის უმცირესი ამონარიდი იმ მეცნიერული ინფორმაციიდან, რომელიც ადამიანის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში. ჩვენ კი გთავაზობთ უცნაურ და საინტერესო ფაქტებს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ადამიანი ამოუცნობი არსებაა და მისი ორგანიზმი უნიკალური მექანიზმია.


სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელიც სისხლს არ იღებს — თვალის რქოვანაა. ჟანგბადს ის უშუალოდ ჰაერიდან იღებს;


ადამიანის ტვინის მოცულობა 4 ტერაბაიტს აღემატება;


ბავშვს შვიდ თვემდე ერთდროულად სუნთქვა და ყლაპვა შეუძლია;


თავის ქალა 29 სხვადასხვა ძვლისგან შედგება;


ტვინიდან ნერვული იმპულსი 274 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს;


ერთი ადამიანის ტვინი იმაზე მეტი ელექტროიმპულსების გენერირებას ახდენს ერთი დღის განმავლობაში, ვიდრე მსოფლიოს ერთად აღებული ყველა ტელეფონი;


საშუალო ადამიანის სხეული საკმარისი რაოდენობის გოგირდს შეიცავს საიმისოდ, რომ: საშუალო ზომის ძაღლის ყველა რწყილი მოკლას; ნახშირბადს — რომ დამზადდეს 900 ფანქარი; კალიუმს — რომ სათამაშო თოფიდან გაისროლოს; ცხიმს — რომ დამზადდეს 7 ნაჭერი საპონი და წყალს, რომ შეივსოს 50-ლიტრიანი კასრი;


ადამიანის გული სიცოცხლის განმავლობაში 182 მილიონ ლიტრ სისხლს „გადაქაჩავს“;


სანამ ამ წინადადებას კითხულობთ, თქვენ სხეულში 50000 უჯრედი კვდება და ახლით იცვლება


ახალშობილს თითის ანაბეჭდები 3 თვიდან უჩნდება;


ქალის გული უფრო სწრაფად ძგერს, ვიდრე მამაკაცისა;


მემარჯვენეები ცაციებზე საშუალოდ 9 წლით მეტხანს ცოცხლობენ;


ადამიანების დაახლოებით 2/3 კოცნისას თავს მარჯვნივ ხრის;


ადამიანის ორგანიზმში სისხლძარღვების საერთო სიგრძე დაახლოებით 100 000 კილომეტრია;


გაზაფხულზე სუნთქვის სიხშირე საშუალოდ 1/3-ით უფრო ხშირია, ვიდრე შემოდგომაზე;


სიცოცხლის ბოლოსთვის ადამიანს საშუალოდ 150 ტრილიონი ბიტი ინფორმაცია აქვს დამახსოვრებული;


ადამიანის სხეული სითბოს 80%-ს თავიდან გასცემს;


როდესაც წითლდებით, თქვენი კუჭიც წითლდება;


4 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 450 კითხვას სვამს;


თითის უნიკალური ანაბეჭდები ადამიანების გარდა მხოლოდ კოალებს აქვთ;
 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com