დედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო სამეგრელოში რძალი დააკავეს

  • 13 აგვისტო 13:27

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ქურდობისთვის დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მან დედამთილს, დაახლოებით, 5 ათასი ლარი მოპარა. შს სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ.

უწყებაში “პირველს” უთხრეს, რომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, ბრალებული კი ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა  ნივთმტკიცებად ნაქურდალო თანხა ამოიღეს.