ფულის ხარჯვა ჩემი ერთ-ერთი ძლიერი წერტილია, რაშიც უკონკურენტო ვარ - რაში დახარჯავს ოთო ფოლადაშვილი მოგებულ თანხას?

  • სარკე
  • 13 აგვისტო 10:46

პროექტი "ყველაზე ძლიერი" დასრულდა, რომლის გამარჯვებული ოთო ფოლადაშვილი გახდა. ოთომ მთელი პროექტის განმავლობაში მონაწილეებს სერიოზული კონკურენცია გაუწია და საბოლოოდ პროექტის ღირსეული გამარჯვებულიც გახდა.

რაში დახარჯავს მოგებულ თანხას ოთო ფოლადაშვილი, ამის შესხახებ მან ჟურნალ "თბილისელებს" ესუბრა:


– 30 ათასი მოიგე და ასევე თავდაცვის მინისტრმა დაგაჯილდოვა.


– 30 ათასი მოვიგე და თავდაცვის მინისტრმა გადმომცა მედალიონი, რომელსაც აწერია: „ყველაზე ძლიერი 2019“. ასევე, მომცეს სიგელი, სადაც წერია, რომ გამარჯვებული არის ოთო ფოლადაშვილი. აქამდე რაც მომიგია, ყველაფერი იმ სფეროში, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოვიგე რუსკა მაყაშვილთან ერთად და დაუვიწყარი ახალი წელი მქონდა. ახლა „ყველაზე ძლიერის“ მოგება ჩემთვის ახალი გამარჯვებაა, სხვა ამპლუაში საკუთარი თავის წარმოჩენა. თან ისეთი გზა გავიარე, ისეთი პერიოდი, რომ გამორიცხულია, როდისმე დამავიწყდეს. სულ მემახსოვრება, თან ჟრუანტელი რომ გივლის. ბოლოს რომ გამომაცხადეს, მუზარადი დავიფარე, თან დიდგორის ველზე. არ ვიცი, რა ემოციები იყო, დაუჯერებელი.


– რას უპირებ 30 ათასს?


– ჯერ არ მიფიქრია, რას გავაკეთებ, ამისთვის ვერ მოვიცალე. მალე დაიწყება ჩემი დასვენება და მექნება იმის საშუალება, რომ ვიფიქრო, სად დავხარჯო 30 ათასი. კარგად დაიხარჯება. რა, რა, და ფულის დახარჯვა არ მიჭირს.


– შენი სუსტი წერტილია?


– ზოგადად არ ვამბობ ხოლმე რა არის ჩემი სუსტი წერტილი. არავინ არ უნდა იცოდეს. პირიქით, ფულის ხარჯვა ჩემი ერთ-ერთი ძლიერი წერტილია, რაშიც უკონკურენტო ვარ. ფული როცა მაქვს, არ არსებობს საკუთარი თავი, მეგობრები, ოჯახის წევრები უკამყოფილო დავტოვო. სულ ფული უნდა მქონდეს, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. ახალი მანქანები ხომ გინდა ადამიანს, კარგი სახლები.


– სახლებში რას გულისხმობ?


– კიდევ ერთი ვიყიდე ლისზე და შეიძლება მანდ დავხარჯო მოგებული თანხა, რაღაცები ავაშენო, დავადგა სხვადასხვანაირი სართულები...

წყარო: სარკე